Спасибо!
В ближайшее время с вами свяжется наш менеджер
Solars Re-Energy Group გადაწყვეტილებები
ქუჩების უსაფრთხო განათება.
შორსმყოფი და ძნელად მისაღწევი რაიონების ელექტროფიკაცია.
უსაფრთხოება გზაზე: ქვეითთა ინოვაციური გადასასვლელები, შუქნიშნები, გადაწყვეტილებები ქუჩის ვიდეოკამერებისთვის.
არქიტექტურული ნაგებობები მზის პანელების ინტეგრაციით.
ალტერნატიული ენერგეტიკის სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით, ჩვენ ვახორციელებთ ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგოგენერირებად პროექტებს, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქებისა და შენობა-ნაგებობების ენერგოდამოუკიდებლობას, იძლევა ეკონომიის და დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას.
ეკოლოგიურად მრავალფუნქციური დასვენების ზონა
ტექნოლოგიურად მრავალფუნქციური დასვენების ზონა, რომელიც მუშაობს მზის ენერგიაზე, წარმოადგენს კვების წყაროს გაჯეტებისა და სხვა მაკომპლექტებელთათვის, ხოლო ღამით იგი ასრულებს სკვერების განათების ფუნქციას დაგროვილი ენერგიის წყალობით.
გაჩერებები საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის
ეკოლოგიური გაჩერებები საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რომელშიც გათვალისწინებულია ინტერნეტზე წვდომის წერტილები და საინფორმაციო ტაბლო. ეს კომპლექტები სრულად ავტონომიურია, რადგან იყენებენ მზის პანალების მიერ წარმოებულ ენერგიას.
ავტონომიური მზის განათება
მზის პანელების წარმოების სრულყოფილების ხარჯზე, მზის ფარნები უზრუნველყოფს საიმედო განათებას და წარმოადგენს ეკონომიკურად მომგებიან გადაწყვეტილებას, რადგან გამორიცხავს ელექტრომომარაგების ცენტრალიზებული ქსელების გაყვანის აუცილებლობას და არ საჭიროებს ელექტროენერგიის საფასურის ყოველთვიურ გადახდას.
ტექნოლოგიური მზის სკამები
სკამები აღჭურვილია ფიტოელექტრული პანელებით, რაც ხდის მათ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროდ, რომელიც გამოიყენება მობილური ტელეფონების, გაჯეტების (USB - როზეტების ან უსადენო დამტენი მოწყობილობების მეშვეობით) დასატენად. გარდა ამისა, სკამში ინტეგრირებულია შუქის მოდული მის გასანათებლად.
ავტომობილების პარკირება
ავტომობილების პარკირების ზონები იკავებს ძალიან დიდ ფართებს. ამ პრობლემის გადაწყვეტას წარმოადგენს მზის პანელებიანი გადახურვის დაყენება პარკირებისთვის და გენერირებული ელექტროენერგიის გამოყენება ავტომობილების დასატენად. მზის პანელებიანი გადახურვა წარმოადგენს ეფექტიან გადაწყვეტილებას იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც დიდი რაოდენობით ელექტროენერგია ესაჭიროებათ.
დაგრჩათ კითხვები?
დატოვეთ განაცხადი და ჩვენ გადმოგირეკავთ